პრემიერ ლიგა: კონტემ სადებიუტო მატჩში იმარჯვა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის პირველი ტურის ბოლო მატჩი “სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივ “ჩელსის” მეზობელი “ვესტ ჰემი” დაუპირისპირდა. აღნიშნულ გუნდებს შორის ბოლო დაპირისპირებები ძალიან დაძაბული და საინტერესო იყო, გამომდინარე აქიდან, დიდი იყო ინტერესი აღნიშნული მატჩის მიმართაც.
ანგარიში მატჩის 47-ე წუთზე გავიდა, როდესაც ედენ აზარმა ადრიანის კარი თერმეთმეტრიანი ნიშნულიდან აიღო. თუმცა, “ჩაქუჩებმა” დანებებაზე უარი თქვეს და 30 წუთში ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს – თავი კოლინსმა გამოიჩინა. მაგრამ, ყველაფერი 89-ე წუთზე, დიეგო კოშტამ დაასრულა, როდესაც შესანიშნავი დარტყმით აიღო ადრიანის კარი.
“ჩელსი”: ტიბო კურტუა; ბრანისლავ ივანოვიჩი, კეჰილი, ჯონ ტერი, ასპილიკუეტა; კანტე, ნემანია მატიჩი; ვილიანი, ოსკარი, ედენ აზარი; დიეგო კოშტა
მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე
“ვესტ ჰემი”: ადრიანი; ანტონიო, რიდი, ჯეიმს კოლინსი, მასუაკუ; კუიატე, ჰავარდ ნორდტვეიტი, მარკ ნოუბლი; ანდრე აიუ, ენდი ქეროლი, ენერ ვალენსია
მთავარი მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი
გოლები: ედენ აზარი 47′, დიეგო კოშტა 89′ – კოლინზი 77′