რას წერენ ირანელები ლაშა ტალახაძის გამარჯვების შემდეგ?
17 აგვისტოს, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში ქართველი ლაშა ტალახაძე ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა, ხოლო ბრიჯნაოს მედალს ირაკლი თურმანიძე დაეუფლა.
შეჯიბრის დროს, ლაშას მთავარი კონკურენტი ირანელი ბეჰდად სალიმი მიიჩნეოდა, რომელმაც აკვრაში გამოსვლა 0 ქულით დაასრულა. თავდაპირველად, მან 245-კილოგრამიანი შტანგის აწევა გადაწყვიტა, თუმცა პირველ ორ ცდაზე მსაჯების გადაწყვეტილებით მისვლა არ ჩაეთვალა. მესამე ცდაზე კი, ის ფსიქოლოგიურად გატეხილი გავიდა და სიმძიმე ვეღარ ასწია.
ბევრი ირანელი გულშემატკივარი მიიჩნევს, რომ სალიმი გამარჯვებას იმსახურებდა და ის მსაჯების არასწორი გადაწყვეტილების გამო დამარცხდა. ირანელებმა თავიანთი უკმაყოფილება სოციალურ ქსელებში გამოხატეს.
“მან (სალიმმა) ოქროს მედალი მსაჯების გამო ვერ მოიგო, რადგან მსაჯებს წარმოდგენა არ აქვთ, რა არის ძალოსნობა.”
“ნახეთ, რა გაუკეთეს მსაჯებმა მას? დაუჯერებელია!”
“ბეჰდად სალიმ ნამდვილი ჩემპიონია.”
“ნამდვილი გამარჯვებული ირანია. შეაჩერეთ თქვენი ირანოფობია. ბეჰდად სალიმი ნამდვილი გამარჯვებულია.”
“მედალი ბეჰდად სალიმის ეკუთვნოდა. დაიძინეთ.”
“ოლიმპიადაზე სამართალი აღარ არის.”