იარაბეკი: “შეტევის ხაზში საქმე რთულად გვაქვს”
თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, იურაი იარაბეკმა ევროპის ლიგის ფლეი-ოფში, ბერძნულ პაოკ-თან გასამართი მატჩის წინა დღეს პრესკონფერენცია გამართა.
“ერთი წლის წინ, როდესაც ტრნავას “სპარტაკში” ვმუშაობდი, ამ გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. მათ დიდი ამბიციები აქვთ და სურთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე მოხვდნენ.
ბოლო მატჩების შემდეგ, ნიკოლოზ გელაშვილი ძალიან ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო, ეს სოციალური ქსელების დამსახურებაცაა. საბოლოოდ, მან წასვლა გადაწყვიტა. რაც შეეხება დვალიშვილს, მან ვარჯიში განაახლა და შესაძლოა, ხვალაც ითამაშოს.
კურიესაც ტრავმა აქვს და შესაძლოა, თამაში მანაც ვერ შეძლოს. თუმცა, გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს და იმედი მაქვს, მოედანზე ძლიერი შემადგენლობით გავალთ.
შესაძლოა, ხვალ მათე ცინცაძე ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ. მას “ალაშკერტთან” და ზაგრების “დინამოსთან” მატჩებში ტრავმა აწუხებდა, რის გამოც ცოტა სათამაშო დრო ეთმობოდა.
შეტევის ხაზში საქმე რთულად გვაქვს. ტრანსფერებს რაც შეეხება, ყველა ლეგიონერმა ტრავმა მიიღო. ტრანსფერების განხორციელებამდე, ამ ფეხბურთელებს ვაკვირდებოდით, თუმცა “დინამოში” მათ ხელს ტრავმები უშლიან და დიდად კმაყოფილიც არ ვარ.
ვინ ითამაშებს ხვალ თავდასხმაში? ეს საიდუმლოდ დავტოოთ, ხვალ ყველაფერს გავიგებთ.
პაოკ-ს მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ. ამ კლუბმა ბოლოს, ტრანსფერებში 14 მილიონი დახარჯა. თუმცა, ჩვენ სათამაშოდ მზად ვართ და მეტოქეს საკმაოდ რთულ თამაშს ვპირდებით.”