De Telegraaf: “ბარსელონა” სილესენს უახლოვდება
De Telegraaf-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიური “ბარსელონას” ხელმძღვანელები გუნდსი “აიაქსის” მეკარის, ჟასპერ სილესენის დამატებით არიან დაინტერესებულნი.
როგორც იცით, “ბარსელონას” ამჟამინდელი ძირითადი მეკარე, კლაუდიო ბრავოს ტრანსფერი “მანჩესტერ სიტიში” თითქმის დასრულებულია, კატალონიელებს კი მისი შემცვლელი ესაჭიროებათ.
ცნობილი გახდა ისიც, რომ კატალონიელები 27 წლის ჰოლანდიელი კარის დარაჯის სანაცვლოდ 10-12 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ.
“სილესენი” “აიაქსს” 2011 წელს შეუერთდა. მას შემდეგ, ჰოლანდიელმა ჰოლანდიურ გრანდში 100 მატჩზე მეტი ჩაატარა.