ლაშა ტალახაძე: “ქედს ვიხრი თქვენს წინაშე”
ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ, რომელმაც 17 აგვისტოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიგო, რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელ Facebook-ში განცხადება გამოაქვეყნა.
“მოგესალმებით მეგობრებო ! ჩემო ქვეყანავ, ჩემო თანამემამულენო…. მივესალმები ჩემს გულშემატკივრებს !!!
რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში 16 აგვისტოს ეს იყო უფლის დამსახურება…. უფლის ნებით და ძალით ავედი ოლიმპიური მწვერვალის უმაღლეს საფეხურზე! მადლობა უფალს ამ ბედნიერებისთვის….
არ შემიძლია მადლობა არ გითხრათ თქვენ! ჩემო გულშემატკივრებო! თქვენი თითოეული სიტყვა გულს მიხარებს და მაძლიერებს, როდესაც გამოვდივარ შეჯიბრზე ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას და მიათმაგდება ბრძოლის უნარი….
დიდ ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ესემესის ავტორს ვისაც ვერ ვუპასუხე…. ძალიან ბევრი თბილი სიტყვა მივიღე და ქედს ვიხრი თქვენს წინაშე ჩემო კეთილო და კარგო ხალხო !… შევეცდები კიდევ მრავალჯერ ავაჟღერო ქართული ჰიმნი სხვადასხვა შეჯიბრებებზე!
ათასგზის მადლობა კიდევ და კიდევ !” – წერს ტალახაძე.