რიოს ოლიმპიადაზე მყოფმა ქართველმა მძლეოსანმა უარყოფით კომენტარებს უპასუხა
21 აგვისტოს, რიო ოლიმპიადის ბოლო დღეს, ქართველმა მძლეოსანმა, დავით ხარაზიშვილმა მარათონში მიიღო მონაწილეობა და 165 მონაწილეს შორის 72-ე ადგილი დაიკავა.
მისი ასპარეზობის დასრულების შემდეგ, Facebook-ში, გვერდმა “საქართველო რიოს ოლიმპიადაზე”-მ შედეგები გამოაქვეყნა, რასაც ქართველი გულშემატკივრების მხრიდან როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი დავით ხარაზიშვილს ნაჩვენები შედეგის გამო დასცინოდა და ფოტოზე ირონიულ კომენტარს ტოვებდა.
რა თქმა უნდა, 72-ე ადგილი არ შეიძლება ჩაითვალოს წარმატებად, თუმცა ხარაზიშვილმა უკან 93 მეტოქე ჩამოიტოვა, რაც ნამდვილად კარგი მიღწევაა.
სპორტსმენი ბევრ მათგანს კომენტარებშივე გამოეხმაურა, შემდეგ კი ფოტოც გააზიარა.
P.S. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, ასეთი რამ აღარ განმეორდება და ორივე მხარეს მოვუწოდებთ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ.