17-წლამდელებმა აზერბაიჯანი დაამარცხეს
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ჩაატარა აზერბაიჯანის 17-წლამდე ნაკრებთან და 3:1 იმარჯვა. გურამ ასპინძელაშვილის გუნდი თვალშისაცემ უპირატესობას ფლობდა და გატანილი სამი ბურთის გარდა, კიდევ რამდენიმე რეალური მომენტი შექმნა, რასაც სტუმრებმა მხოლოდ კამრან გულიევის ზუსტი თავურით უპასუხეს. ერთხელ კი ბურთი დიმიტრი ბულისკერიას კარის ხარიხასაც მოხვდა. საქართველოს ნაკრებიდან გოლებით თამაზ ბაბუნაძე (მე-18 წუთი), გიორგი ჯინჯოლავა (57) და ლუკა ჩიქოვანი (74) გამოირჩნენ.
საქართველო U17- აზერბაიჯანი U17 3-1
თბილისი, ტექნიკური ცენტრი „ბასა“
საქართველო U17: ბულისკირია, კაპანაძე (41’ კვარაცხელია), გაბედავა (74’ გელაშვილი), ჯინჯოლავა (80’ ჯანაშია), ხარაბაძე (74’ ჯავახიშვილი), დარცმელია, დავითაშვილი (64’ ჩიქოვანი), ბაბუნაძე (74’ გულიაშვილი), გაბუნია (41’ გრძელიძე, 80’ ქუთათელაძე), ივანიაძე (64’ კაკაურიძე), მექვაბიშვილი (74’ ლორთქიფანიძე)
მთ. მწვრთნელი: გურამ ასპინძელაშვილი
აზერბაიჯანი U17: თუნჯერი, ველიზადე, სეიდოვი (53’ აბაში), გულიევი, მუსტაფაიევი (57’ ხ. მაჰმუდოვი), ფ. მაჰმუდოვი, ალიბეილი (64’ ალიევი), მარდანოვი, მუშტაგოვი, სადიგობი (64’ მამადოვი), გურბანოვი (41’ ხალილოვი, 71’ მაჰამაროვი)
მთ. მწვრთნელი: რაფიგ მირზაევი
მსაჯები: ლაშა სილაგავა, ზაზა ფიფია, ლევან თოდრია, გიორგი ყრუაშვილი
გაფრთხილება: 24’ ალიბეილი, 52’ ხალილოვი, 71’ ჩიქოვანი
გოლები: 1-0 ბაბუნაძე (18), 1-1 გულიევი (34), 2-1 ჯინჯოლავა (პენ.) (57), 3-1 ჩიქოვანი (74)
მეორე ამხანაგურ მატჩს გუნდები 23 აგვისტოს, 18 საათზე სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” ჩაატარებენ.
GFF.GE