ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასული გუნდების ვინაობა ცნობილია
დღეს ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა და გამოვლინდა ჯგუფური ეტაპის გუნდთა ნაწილი.
ერთ-ერთ მატჩში პლზენის “ვიქტორია” “ლუდოგორეცს” დაუპირისპირდა. ამ გუნდების წინა შეხვედრა “ლუდოგორეცმა” საკუთარ მოედანზე 2:0 მოიგო. დღევანდელი თამაშის მასპინძლებს 2 ბურთი ჰქონდათა გასატანი. მათ აქტიურად დაიწყეს და მე-7 წუთზე ანგარიშიც გახსნენს – ეს დურიჩმა გააკეთა. თუმცა, ეს სიხარული დიდხანს არ დასცალდათ, რადგან “ლუდოგორეცმა” მე-16 წუთზე გაათანაბრა. 64-ეზე მატეიუმ პლზენის კლუბი ისევ გაიყვანა წინ, მაგრამ, იმის გათალისწინებით, რომ “ლუდოგორეცმა” კიდევ ერთხელ შეძლო გათანაბრება, ორი მატჩის ჯამში 4:2 და შემდეგ ეტაპზე სწორედ სტუმრები გავიდნენ.
ბეერ-შევას “ჰაპოელი” შოტლანდიურ “სელტიკს” დაუპირისპირდა. ამ კლუბების პირველი შეხვედრა “სელტიკის” მოედანზე 5:2 დასრულდა. ისრაელის გუნდს მინიმუმ 3 ბურთი სჭირდებოდა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. მათ ერთის გატანა 21-ე წუთზე, მეორესი კი 48-ეზე მოახერხეს. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ამ შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა – სტუმრები კარგად იცავდნენ თავს. საბოლოოდ, შემდეგ ეტაპზე სწორედ შოტლანდიური “სელტიკი” გავიდა.
კიდევ ერთი მატჩი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეგიდით გაიმართა, ვარშავას “ლეგიასა” და ირლანდიური “დუნდალკის” დაპირისპირებაა. პირველი მატჩი ირლანდიაში სტუმრების გამარჯვებით – 2:0 -დასრულდა. მეორე თამაში 1-1 დასრულდა და საბოლოოდ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში სწორედ პოლონური “ლეგია” მოხვდა.
“პორტოსა” და “რომას” თამაში პორტუგალიაში 1-1 დასრულდა. დღევანდელ მატჩში კი სტუმრებმა იტალიელებს გადაუარეს, 3:0 მოუგეს ფელიპეს, ლაიუნის და კორონას გოლებით. შესაბამისად, სწორედ “პორტო” ეცდება დაიცვას საკუთარი ქვეყნის ღირსება ევროპულ ტურნირზე.
ბოლო მატჩი “მონაკოსა” და “ვილიარელის” შეხვედრაა. პირველი თამაში ფრანგებმა ესპანეთში 2-1 მოიგეს. განმეორებითი მატჩი “მონაკოს” გამარჯვებით, 1-0 დასრულდა და, შესაბამისად, ჯგუფში ეს გუნდი მოხვდა.