დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (26 აგვისტო)
მარკოს ალონსო “ჩელსიში”?
ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ლონდონის “ჩელსი” ფიორენტინასთან” ესპანელი მარცხენა მცველის, მარკოს ალონსოს თაობაზე მოლაპრაკებებს აწარმოებს. 25 წლის ფეხბურთელის მადრიდის “რეალის” აღრზდილია.
ვენგერი ტრანსფერებს გვპირდება
ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე “არსენალში” ახალი ფეხბურთელები გამოჩნდებიან.
“ტრანსფერებზე ვმუშაობთ. ვიყიდით თუ არა ვინმეს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე? დიახ, ამაში 99 პროცენტით დარწმუნებული ვარ”, – თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.
სახო “სტოკ სიტიში”?
არ არის გამორიცხული, “ლივერპულის” მცველი, მამადუ სახო მალე “სტოკ სიტიში” ვიხილოთ. ფრანგ ფეხბურთელს ბოლო დროს “ლივერპულში” პრობლემები აქვს, რის გამოც შესაძლებელია, მან კლუბი გამოიცვალოს.
კვირკველია “კრასნოდარს” უახლოვდება
დიდი შანსია, საქართველოს ნაკრების მცველი, სოლომონ კვირკველია “რუბინიდან” “კრასნოდარში” გადავიდეს. “კრასნოდარი” ისლანდიელმა რაგნარ სიგურდსონმა დატოვა, რომელიც “ფულჰემს” შეუერთდა, ქართველი ფეხბურთელი კი სწორედ მის შემცვლელად მოიაზრება.