არველაძე: ”ევროპა ლიგის ჯგუფში თამაში პირველი მიზანი იყო, რაც ერთად დავისახეთ”
25 აგვისტოს, უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფში ქართველი სპეციალისტის შოთა არველაძის ”მაკაბი” სტუმრად ”ჰაიდუკს” დაუპირისპირდა, მეტოქე პენალტების სერიაში ანგარიშით, 3:4 დაამარცხა და ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
”სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო. სწორედ ეს არის, რაც ფეხბურთს ალამაზებს. მინდა ჰაიდუკის გულშემატკივრის წინაშე ჩემი პატივისცემა გამოვხატო.
უეფას ევროპა ლიგის ჯგუფში თამაში პირველი მიზანი იყო, რაც ერთად დავისახეთ. განვლილი 8 თამაში საკმაოდ რთული და ხანგრძლივი აღმოჩნდა. წლების წინ ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა უფრო ადვილი იყო. მაკაბიმ ევროპა ლიგის ჯგუფში თამაში დაიმსახურა, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ.
ჯგუფში 6 მნიშვნელოვან მატჩს ჩავატარებთ, რომელთაგან სამს საკუთარ მოედანზე გავმართავთ. ვფიქრობ ეს მაკაბის ფანებისთვის კარგი საჩუქარია, მათ ეს დაიმსახურეს. მოუთმენლად ველი როდის ვითამაშებთ ახალ სტადიონზე, ჩვენი მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის წინაშე,” – განაცხადა არველაძემ.