ქართველი ოლიმპიელები ღირსების ორდენებით დააჯილდოვეს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ რიოს ოლიმპიადიდან დაბრუნებული ქართველი ოლიმპიელები სასახლეში მიიღეს.
პრეზიდენტის ინიციატივით, “რიო 2016-ის“ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული გამარჯვებისა და მიღწეული წარმატებისათვის, ქართული სპორტის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი – ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ლაშა ტალახაძე – ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში, ვარლამ ლიპარტელიანი – ოლიმპიური პრიზიორი ძიუდოში, ლაშა შავდათუაშვილი – ოლიმპიური პრიზიორი ძიუდოში, შმაგი ბოლქვაძე – ოლიმპიური პრიზიორი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ირაკლი თურმანიძე – ოლიმპიური პრიზიორი ძალოსნობაში, გენო პეტრიაშვილი – ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.
პრეზიდენტმა ოლიმპიელებს დასახული მიზნების მიღწევა და მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.
წყარო: Giorgi Margvelashvili