ლეგიონი: ყაზაიშვილი კვლავ სათადარიგოში
26 აგვისტოს, სტარტი აიღო ჰოლანდიის ჩემპიონატის მეოთხე ტურმა. ქართველი ფეხბურთელების ვაკო ყაზაიშვილის და გურამ კაშიას ”ვიტესმა” საკუთარ მოედანზე ”უნტრეხტი” მიიღო და მეტოქეს ანგარიშით, 1:1 დაუზავდა.
არნემული კლუბის კაპიტანმა კაშიამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. რაც შეეხება ყაზაიშვილს, ის კვლავ სათადარიგო შემადგენლობაში იყო და თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ”ვიტესი” ერედივიზიონის ოთხი ტურის შემდეგ მოპოვებული 7 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს.