სპალეტიმ დე როსის კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა
“რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ დანიელე დე როსის “პორტუსთან” გამართული მატჩის შემდეგ კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში “რომა” საკუთარ მოედანზე “პორტუსთან” ანგარიშით 0:3 დამარცხდა. მატჩის 39-ე წუთზე დე როსიმ წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. როგორც ჩანს, სპალეტის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა, სწორედ ამ ეპიზოდმა იქონია.
“დე როსისათვის ეს ამბავი რთული მისაღები იყო, თუმცა ის დამთანხმდა. გუნდში წესები გვაქვს, რომელსაც ყველა ემორჩილება. თუ რომელიმე ფეხბურთელი შეცდომას დაუშვებს, მან პასუხი უნდა აგოს. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ჯერ დანიელეს ვესაუბრე, შემდეგ კი მთელ გუნდს”, – თქვა სპალეტიმ.
გეტყვით იმასაც, რომ 28 აგვისტოს, სერია A-ს მეორე ტურში, “კალიარისთან” გამართულ მატჩში “ჯალოროსის” ალესანდრო ფლორენციმ უკაპიტნა.