მოდრიჩი: “რეალიდან” წასვლა?”
მადრიდის “რეალის” ერთ-ერთი ლიდერი ლუკა მოდრიჩია. ხორვატი სპორტსმენი 2012 წელს მოვიდა კლუბში და მას შემდეგ გუნდის მთავარ დირიჟორად იქცა. მან “ბლანკოსთან” ერთად 7 ტიტული მოიგო. მათ შორისაა ჩემპიონთა ლიგის ორი თასი!
ლუკას ხორვატმა ჟურნალისტებმა მადრიდიდან წასვლაზე დაუსვეს კითხვა, რაზეც მან შემდეგნაირად უპასუხა: “რეალის” გარდა არცერთ კლუბზე არ ვფიქრობ. ჩემს ხალხს ვეტყვი, რომ რამდენიმე გუნდისგან სულ მაქვს შემოთავაზება, მაგრამ ამ წინადადებებს არც კი განვიხილავ! “ბლანკოსი” ჩემი ცხოვრებაა!”
“აქ იქამდე დავრჩები, სანამ კლუბს დავჭირდები,” – განაცხადა ხორვატმა ნახევარმცველმა.
აქვე გეტყვით, რომ 30 წლის მოთამაშეს 2018 წელს ეწურება კონტრაქტი.