ვაკო ყაზაიშვილი ვარშავის “ლეგიაში” ითამაშებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ვაკო ყაზაიშვილი ვარშავის “ლეგიაში” ითამაშებს. პოლონური ვებ-გვერდის, weszlo.com-ის ცნობით, არნემის “ვიტესი” ქართველ ფეხბურთელს “ლეგიაში” ერთი წლით გაანათხოვრებს, თუმცა მის ახალ კლუბს ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვის უფლება ექნება. როგორც ირკვევა, ვაკო 30 აგვისტოს ვარშავაში უნდა ჩავიდეს, სადაც კონტრაქტს ხელს მოაწერს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლეგიას” ხელმძღვანებლობა ყაზაიშვილს ონდრეი დუდას შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც მიმდინარე სატრანსფერო ბაზრის პერიოდში გერმანულ “ჰერტას” შეუერთდა.
შეგახსენებთ, რომ ვარშავის “ლეგია” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. F ჯგუფში “ლეგიასთან” ერთად დორტმუნდის “ბორუსია”, მადრიდის “რეალი” და ლისაბონის “სპორტინგი” მოხვდნენ.
ცნობისთვის, ამჟამად ყაზაიშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად თბილისში იმყოფება.