უილშირს ოცდაორი გუნდისგან ჰქონდა შეთავაზება, საბოლოოდ კი…
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ლონდონის “არსენალს” ჯეკ უილშირი დიდი ალბათობით დატოვებს. ინგლისელ ფეხბურთელს წინა სეზონში ტრავმა ჰქონდა და ძალიან დიდი პერიოდი გაუცდა. სასურველ კონდიციებში არყოფნის გამო, ჯეკი სემ ელერდაისმა ინგლისის ნაკრებში არ გამოიძახა. “არსენალსაც” არ სჭირდება მოთამაშე, რომელსაც ძალები აქვს აღსადგენი.
ზემოთ ნახსენების გამო, უილშირმა გადაწყვიტა “მეთოფეთა” რიგები ერთწლიანი იჯარის წესით დატოვოს. როგორც ირკვევა, 24 წლის სპორტსმენს 22 გუნდისგან ჰქონდა შემოთავაზება. მათ შორის იყვნენ “უოტფორდი”, “ბორნმუთი” და “ვესთ ბრომვიჩი”. გარდა ამისა, უილშირის წაყვანა იტალიურ “რომასა” და ესპანურ “ვალენსიას” სურდათ. იყო სხვა მრავალი კლუბიც…
საბოლოოდ, როგორც ირკვევა, ჯეკის არჩევანი “კრისტალ პალასზე” შეჩერდა. ამის მთავარი მიზეზი, ისაა, რომ ეს გუნდი ლონდონურია და ჯეკს საკუთარი სახლისა და ოჯახის დატოვება არ მოუწევს; ერთი წლის მანძლზე აღიდგენს ფორმას და შემდეგ ისევ “მეთოფეთა” რიგებს დაუბრუნდება.
დაველოდოთ, როდის დადასტურდება ოფიციალურად ეს ტრანსფერი.