ვაკო ყაზაიშვილი: “ლეგიაზე” ლადო დვალიშვილისგან ბევრი კარგი მსმენია”
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი მომდევნო სეზონს იჯარის წესით ვარშავის “ლეგიაში” გაატარებს. აღნიშნულ ინფორმაციას პოლონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.
“მოხარული ვარ, რომ “ლეგიაში” გადავედი. ასეთ დიდ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებ. ვარშავულ კლუბზე ჩემს თანამემამულესგან ლადო დვალიშვილისგან ბევრი კარგი მსმენია.
რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაზე “ლეგია” ძალიან რთულ ჯგუფში მოხვდა. ამისდა მიუხედავად, პლეი-ოფში გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ,” – განაცხადა ყაზაიშვილმა “ლეგიას” პრესსამსახურთან.