მათე ვაწაძესა და ”ორჰუსს” შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების შედეგად გაწყდა
მათე ვაწაძესა და დანიურ ”ორჰუსს” შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების შედეგად გაწყდა. აღნიშნულ ინფორმაციას ქართველი ფეხბურთელის აწ უკვე ყოფილი გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.
”მიხარია, რომ ორმხრივი შეთანხმების შედეგად ქართველსა და ”ორჰუსს” შორის კონტრაქტი გაწყდა. ეს ორივე მხარესთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მათეს წარმატებას ვუსურვებთ, ის კარგი ფეხბურთელია,” – განაცხადა ”ორჰუსის” სპორტულმა დირექტორმა იენს ანდერსონმა.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მათე ვაწაძე ”ორჰუსში” 2012 წელს, გორის ”დილადან” გადავიდა. მის ანგარიშზე 81 ჩატარებულ მატჩში 32 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.