არგენტინის ნაკრები: მესი ურუგვაის წინააღმდეგ ითამაშებს
არგენტინული ფეხბურთის ასოციაცია აცხადებს, რომ მესის რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით დასრულდა და რომ “ბარსელონას” ფორვარდი ურუგვაისთან გასამართ მატჩში მოედანზე გასვლას შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ მესიმ სანაკრებო პაუზამდე მარცხენა მუხლის მყესები დაიზიანა. მისი თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, თუმცა ლეო მაინც გაჰყვა არგენტინის ნაკრებს შეკრებაზე.
მესისთან ერთად, ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ შეტევის ხაზში ანხელ დი მარია და პაულო დიბალაც ითამაშებს. სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ მატჩში შედგება ლუკას პრატოს დებიუტიც, რომელსაც სერხიო აგუეროს ჩანაცვლება ევალება.