დანტე: “გვარდიოლა კარგი ტაქტიკოსია, მაგრამ არა კარგი ადამიანი”
მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა მცველმა დანტემ გერმანული კლუბის ყოფილი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა.
“გვარდიოლა გუნდის წევრებთან არ საუბრობდა, მან არასდროს იცის, თუ როგორ ვითარებაში ვართ ფეხბურთელები. არსებობენ მწვრთნელები, რომლებიც კარგი ტაქტიკოსები არიან, მაგრამ არა კარგი ადამიანები. ესპანელი სპეციალისტი სწორედ ასეთია,” – განაცხადა დანტემ.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის ბრაზილიელი უკანახაზელი “ბაიერნში” 2012 წლიდან 2015 წლამდე თამაშობდა, რაც შეეხება გვარდიოლას, ის მიუნხენელებს 2013-დან 2016-მდე წვრთნიდა.