საქართველოს ნაკრებმა “დინამო არენაზე” ივარჯიშა (ფოტო)
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ავსტრიასთან მატჩისთვის მზადების ფარგლებში, დღეს „დინამო არენაზე“ ივარჯიშა. ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში ამ დროისთვის უკვე 27 ფეხბურთელია. დღეს ეროვნულ ნაკრებს ორი მოთამაშე შეუერთდა. თორნიკე ოქრიაშვილმა ნაკრებთან ერთად პირველად ივარჯიშა. ფეხბურთელი დღევანდელ საწვრთნელ პროცესში აქტიურად ჩაერთო და ავსტრიასთან მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება. უკვე თბილისშია ოთარ კაკაბაძეც. ფეხბურთელმა დღეს „დინამო არენაზე“ ივარჯიშა. გიორგი აბურჯანიამ ეროვნული გუნდის ბოლო ორი ვარჯიში გამოტოვა. მედიკოსთა გადაწყვეტილება, მისი ტრავმის სიმძიმის შესახებ 2 სექტემბერს გახდება ცნობილი. „დინამო არენაზე“ გამართულ ვარჯიშამდე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი და ეროვნული გუნდის ფეხბურთელები ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და 5 სექტემბრის მატჩთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხებს.
მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო ქუთაისი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი)
მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (გაბალა, აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბილისი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ლაშა პარუნაშვილი (დინამო თბილისი)
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო თბილისი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ოთარ მარცვალაძე (ორდაბასი, ყაზახეთი)
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია