ესპანეთის ნაკრებმა ბელგია დავიდ სილვას დუბლით დაამარცხა (ვიდეო)
ბრიუსელში ბელგიისა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთა შორის საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც “ფურია როხას” გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა რობერტო მარტინესის თავკაცობით ბელგიელებისთვის, ხოლო ხულენ ლოპეტეგის ხელმძღვანელობით ესპანელებისთვის სადებიუტო იყო.
ესპანეთის ნაკრებმა გამარჯვებ დავიდ სილვას დუბლის წყალობით მოიპოვა. ესპანელმა ნახევარმცველმა ანგარიში 34-ე წუთზე გახსნა, ხოლო 62-ე წუთზე პენალტი გამოიყენა.
ამხანაგური მატჩი
ბელგია — ესპანეთი 0:2 (0:1)
გოლები: დავიდ სილვა 34′, 62′ (პენ).