WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (306725) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ქართველი ფეხბურთელების უჩვეულოდ აქტიური სატრანსფერო ფანჯარა

თარიღი: სექტემბერი 2, 2016

სულ ცოტა ხნის წინ სატრანსფერო ფანჯარა დასრულდა. ახლა გუნდებს მხოლოდ თავისუფალი აგენტების გადაბირება შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ ზაფხული ქართველი ფეხბურთელებისთვის საკმაოდ საინტერესო და უჩვეულოდ აქტიური გამოდგა.

გიორგი აბურჯანია, ”ხიმნასტიკი” – ”სევილია” (1,8 მილიონი ევრო)

გიორგი აბურჯანიას ჩინებული თამაში სეგუნდა დივიზიონში უყურადღებოდ არ დარჩა. ქართველი ნახევარმცველი ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში გატარებული ნახევარი სეზონის შემდეგ ”სევილიაში” აღმოჩნდა. ჩვენებური ჯერ ანდალუსიელთა ბ გუნდში, ანუ ”სევილია ატლეტიკოში” ითამაშებს, თუმცა ძირითად გუნდში მისთვის კარი ყოველთვის ღია იქნება.

 

ვაკო ყაზაიშვილი, ”ვიტესი” – ”ლეგია” (იჯარა)

საქართველოს ნაკრების წევრი ვაკო ყაზაიშვილი მიმდინარე სეზონს ”ლეგიაში” გაატარებს. ჯერ კიდევ სატრანსფერო ფანჯრის დაწყებისას, ჩვენებურის ”აიქსში” შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით ბევრი იწერებოდა, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა. საბოლოოდ, ვაკოს ”ვიტესის” მთავარ მწვრთნელთან შეექმნა პრობლემა და მუდმივად სათადარიგო შემადგენლობაში იყო. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ამ სიტუაციაში 23 წლის ქართველისთვის ”ლეგიაში” გადასვლა ბრწყინვალე ვარიანტია. ორმაგად საყურადღებოა, რომ პოლონური კლუბი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეა და ყაზაიშვილიც დიდ გამოცდილებას მიიღებს.

გიორგი ქვილითაია, თბილისის ”დინამო” – ვენის ”რაპიდი” (0,8 მილიონი ევრო)

ქართველმა შემტევი გიორგი ქვილითაია უმაღლესი ლიგის გასულ სეზონში საუკეთესო ბომბარდირი გახდა, რითაც ავსტრიის ერთ-ერთი გრანდის ვენის ”რაპიდის” ყურადღება მიიპყრო. ”რაპიდი” წელს ევროპა ლიგაზე თამაშობს. ცხადია, რომ უეფას რანგით მეორე ტურნირზე და ავსტრიის ჩემპიონატში კარგი თამაშით გიორგი ეროვნულ ნაკრებში საბოლოოდ დაიმკვიდრებს ადგილს.

ოთარ კაკაბაძე, თბილისის ”დინამო” – ”ხიმნასტიკი” (თავისუფალი აგენტი)

otar kakabadze

როგორც ჩანს, გიორგი აბურჯანიას თამაშით მოხიბლული კატალონიური კლუბი ქართველი ფეხბურთელების გადაბირებით აქტიურად დაინტერესდა. თბილისის ”დინამოში” ჩატარებული კარგი სეზონის შემდეგ ოთარ კაკაბაძე ”ხიმნასტიკში” აღმოჩნდა. სასიხარულო იქნება, თუ ოთარიც ”ხიმნასტიკში” აბურჯანიას გზას გაივლის და სეგუნდა დივიზიონის ბინადარიდან უფრო ძლიერ კლუბში მოხვდება.

 



მსგავსი სიახლეები