“სიტიმ” იაია ტურე ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის განაცხადში არ შეიყვანა
“მანჩესტერ სიტიმ” ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის განაცხადში იაია ტურე არ შეიყვანა.
ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა უკვე გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებსაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე თამაშის უფლება ექნებათ, თუმცა განაცხადში კოტ დივუარელი ნახევარმცველი არ გახლავთ.
“მანჩესტერ სიტის” საჩემპიონთალიგო განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები: ბრავო, კაბალიერო;
მცველები: სანია, კომპანი, საბალეტა, კოლაროვი, კლიში, სტოუნზი, ოტამენდი;
ნახევარმცველები: ფერნანდო, სტერლინგი, გიუნდოგანი, ხესუს ნავასი, დე ბრეინე, დელფი, სანე, დავიდ სილვა, ფერნანდინიო;
თავდამსხმელები: ნოლიტო, აგუერო, იჰენაჩო.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტის” მეტოქეები “ბარსელონა”, მიუნხენგლადბახის “ბორუსია” და გლაზგოს “სელტიკი” იქნებიან.