ვაწაძე: ”ორჰუსში” გულშემატკივრის გვერდში დგომას ყოველთვის ვგრძნობდი”
საქართველოს ნაკრების წევრმა მათე ვაწაძემ დანიურ ”ორჰუსთან” კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების შედეგად გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. 27 წლის ქართველი თავდამსხმელი სოციალურ ქსელში ყოფილი კლუბის გულშემატკივარს დაემშვიდობა.
”ორჰუსში” საოცარი ოთხი წელი გავატარე. მთელი ამ დროის განმავლობაში, როდესაც ქუჩაში ვიყავი და ვარჯიშზე მივდიოდი, ფანები მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ, თუ როგორ ვგრძნობდი თავს მათთან ერთად.
”ორჰუსში” კარიერა რთულად დავიწყე, მუდმივად ტრავმებს ვღებულობდი და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას ვერ ვახერხებდი, თუმცა გულშემატკივრის გვერდში დგომას ყოველთვის ვგრძნობდი.
ბედნიერი ვარ, რომ ვთამაშობდი ისეთ დიდ კლუბში, როგორიცაა ”ორჰუსი”. მოედანზე ყოფნის დროს ვცდილობდი, რომ ფანებისთვის მეთამაშა და უფრო მეტი გამეკეთებინა მათთვის, ვიდრე ვაკეთებდი.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას. მომავალ წლებში როგორც თქვენ, ასევე ”ორჰუსს” ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ,” – განაცხადა მათე ვაწაძემ.