პირველი ლიგა: “რუსთავს” ვერავინ ამარცხებს!
დღეს პირველი ლიგის შეხვედრები გაიმართა…
თეთრ ჯგუფში იყო გამოსარჩევი მატჩი, რომელშიც ერთმანეთს რუსთავის “რუსთავი” და ცხინვალის “ლიახვი” დაუპირისპირდნენ. თამაში მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახსნა რუსთაველთა მოთამაშემ, ჩიმაკაძემ მოახერხა მე-13 წუთზე. 29-ე წუთზე სიჭინავამ შეაგდო, ხოლო სამ წუთში კი ჩიმაკაძემ დუბლი შეასრულა და სამამდე გაზარდა უპირატესობა. 37-ზე დუბლის ავტორმა მესამედ მოახერხა მეტოქის კარის აღება. “ლიახვმა” პირველი ტაიმის დასასრულს ერთი გოლი გაქვითა. ეს გიორგი ჯოხაძემ გააკეთა.
მეორე ნახევარში ისევ სტუმრებმა გაიტანეს და 4-2 გახდა ანგარიში. საბოლოო წერტილი რუსთაველთა მოთამაშემ, ციცვიძემ 69-ე წუთზე დასვა და მის გუნდს 5-2 გაამარჯვებინა. ამ მოგებით “რუსთავს” სამი ტურის შემდეგ ასპროცენტიანი შედეგი – 9 ქულა აქვს და მის ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს.