მარსელ კოლერი: “გვინდა, რომ შესარჩევი ეტაპი კარგად დავიწყოთ”
ავსტრიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარსელ კოლერმა საქართველოს ნაკრებთან გასამართი მატჩის წინა დღეს პრესკონფერენცია გამართა.
“ერთი კვირაა, რაც ჩვენი შეკრება დაიწყო. დავინახე, რა დიდი სიხარულით შეუდგნენ ჩვენი ფეხბურთელები ვარჯიშს. ჩვენმა გუნდმა ერთიანობა შეინარჩუნა, მოთმაშეები კონცენტრირებულები არიან. ყველას გვინდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშოთ და ციკლი კარგად დავიწყოთ. ხვალ გამოჩნდება, შევძლებთ თუ არა გამარჯვებას.
საქართველოს ნაკრებიდან ორ-სამ ფეხბურთელს გამოვარჩებდი, პირველ რიგში, ოქრიაშვილსა და ყაზაიშვილს.
თბილისში საკმაოდ დიდი ხნის წინ ვიყავი. დარწმუნებული ვარ, იმის შემდეგ თბილისი ძალიან შეიცვალა. იმ დროს, ვერ ვიფიქრებდი, რომ ავსტრიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გავხდებოდი.
ფავორიტის სტატუსი ჩემთვის უმნიშველო საკითხია, რადგან ყველაფერი მოედანზე უნდა დავამტკიცოთ. საქართველოს ნაკრები თავდაჯერებულად თამაშობს. დარწმუნებული ვარ, საკუთარი გულშემატკივრების წინ, მეტოქე შეუტევს. წინა საკვალიფიკაციო ციკლში, მათ რამდენიმე კარგი მატჩი ჩაატარეს. ვიცით, რომ დაცვასაც და შეტევასაც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ.
რომელ პოზიციაზე ითამაშებს დავიდ ალაბა, ამას ხვალ ვნახავთ. ძალიან მიხარია, რომ მისი სახით, ისეთი ფეხბურთელი გვყავს, რომელსაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში.”
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებებს შორის მატჩი 5 სექტემბერს “დინამო არენაზე” გაიმათება.