კრესპო: “იგუაინში 90 მლნ-ის გადახდა უფრო ლოგიკურია, ვიდრე პოგბაში — 110-ის”
არგენტინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ერნან კრესპო ზაფხულის ხმაურიან ტრანსფერებს გამოეხმაურა.
“უსასყიდლოდ არავინ არაფერს მოგცემს, მით უფრო ფეხბურთში. თუ “იუვენტუსმა” “ნაპოლის” იგუაინის სანაცვლოდ ეს თანხა გადაუხადა, ესე იგი გონსალო ამდენი ღირს.
ჩემი აზრით, ლოგიკურია 90 მილიონი ევროს გადახდა იმ ფეხბურთელში, რომელმაც სეზონში 36 გოლი გაიტანა. ეს გაცილებით ლოგიკურია, ვიდრე პოლ პოგბას შეძენა 110 მილიონად, რაც “მანჩესტერ იუნაიტედმა” გააკეთა. ფრანგს დიდ პატივს ვცემ, იგი შესანიშნავი ნახევარმცველია”, – ციტირებს კრესპოს სიტყვებს Football Italia.