“დარმშტადტმა” სტადიონს იმ ფანის სახელი დაარქვა, რომელიც სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა
გერმანულმა “დარმშტადტმა” საკუთარ სტადიონს სახელი შეუცვალა. ამიერიდან, გერმანული კლუბის სტადიონი ჯონათან ჰაიმსის სახელობის იქნება, რომელიც მარტში სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა.
ჰაიმსი ამ დაავადებას ახალგაზრდული ასაკიდან ებრძოდა. “დარმშტადტის” ღირსეული ფანი 26 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გთავაზობთ ჰაიმსის მამის, მარტინის განაცხადებას: ” სტადიონს, რომელიც ასე უყვარდა ჩემს ვაჟს, მისი სახელი
დაერქმევა. ეს მართლაც რომ დიდებული საქციელია.”
Der SV Darmstadt 98 spielt ab sofort im "Jonathan-Heimes-Stadion am Böllenfalltor"! ???? ???? #sv98 pic.twitter.com/Vayy14kIDF
— SV Darmstadt 98 (@sv98) September 5, 2016
ამ მოვლენას კლუბის კაპიტანი, აიტაკ სულუც გამოეხმაურა: “ეს ჩვენს მოტივაციას კიდევ უფრო აამაღლებს. ჩვენი მიზანი ლიგაში დარჩენაა. ჯონი კი ძალიან დიდ ბიძგს მოგვცემს.”
Schönes Gefährt! Diese Straßenbahn wird ab morgen im regulären Fahrplan durch #Darmstadt fahren ???? #sv98 pic.twitter.com/mLDyPKaFCE
— SV Darmstadt 98 (@sv98) September 5, 2016