ნიკოლოზ გელაშვილი კვლავ საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს
გორის „დილაში“ გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ქართველი ფეხბურთელი, 31 წლის თავდამსხმელი ნიკოლოზ გელაშვილი ითამაშებს.
გელაშვილს ეროვნულ ნაკრებში 31 ჩატარებულ მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. მისი ბოლო კლუბი თბილისის „დინამო“ გახლდათ, თუმცა მანამდე არაერთ გუნდში უთამაშია, როგორებიცაა: „ბოხუმი“, „ყარაბაღი“, „ფლამუნტარი“, „პაფოსი”.
ქართველმა თავდამსხმელმა „დილასთან“ კონტრაქტი გააფორმა და დღეიდან, ის გორული გუნდის ღირსებას დაიცავს.