WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (307271) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ზურაბ ცისკარიძე: ”ფეხბურთელის გონება ვერასდროს ისვენებს”

თარიღი: სექტემბერი 6, 2016

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ზურაბ ცისკარიძემ თავის სოციალურ ქსელში ავსტრიასთან (1:2) წაგებული შეხვედრა შეაფასა.

ქალაქებს შორის მიფანტული მორიგი დღე… ამჯერად 4-საათიანი გაჩერება მიუნხენში, უძილობა… საკმარისი დრო მაქვს გასული ღამის თამაშზე საფიქრალად. ოფიციალური თამაშის შემდეგ ეს ჩვეულებრივი ამბავია, შედეგისგან დამოუკიდებლად – ადრენალინით ხარ დამუხტული, არ გეძინება, ფიქრობ მომხდარ ამბებზე. ზოგჯერ რამდენიმე დღისა და კვირის მანძილზე გიმეორდება თამაშის კადრები თავში.

ფეხბურთელის გონება ვერასდროს ისვენებს. მუდმივად ფიქრობ იმაზე, თუ რა უნდა მომხდარიყო, და რა არ უნდა მომხდარიყო. პერიოდულად იჭედები ფიქრებისა და ემოციების სპირალში. რა იქნება ხვალ? წარსულს ვერასდროს შეცვლი – ის მკვდარი განზომილებაა.

ან იმარჯვებ, ან სწავლობ. 5 სექტემბრის თამაში ჩვენ ბევრს გვასწავლის. შედეგის მიუხედავად, ხალხმა დაინახა, რომ ჩვენ ვიბრძოდით, და საგოლე მომენტებს ვქმნიდით. გატანილი გოლის შემდეგ სტადიონი აფეთქდა, და მაყურებელი ჩვენ კიდევ უფრო მეტად გვიხმობდა წინ. თამაშის ბოლო წამებამდე საოცარი ატმოსფერო იყო. თამაშის შემდეგ ტაშით გაგვაცილეს, და ეს ულამაზესი შეგრძნება იყო. მოთამაშეებმა ეს დააფასეს, და ვიცი, რომ გულშემატკივრებმაც დააფასეს ის, რომ ჩვენ მათთვის ბოლომდე ვიბრძოდით.

არის მომენტები, როდესაც თამაშზე მოსულ ყველა გულშემატკივარს გინდა ხელი გაუწოდო და მადლბა გადაუხადო მათი მხარდაჭერისთვის, რომელმაც გული გაგვითბო. სოციალური მედიის მეშვეობით ეს უკვე შესაძლებელია, და ჩვენ ეს ტექნოლოგიები აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ამ ღონისძიების ორგანიზებაში უდიდესი შრომა ჩაიდო, და მე მთელი გუნდის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამაში ჩართული იყო – სპონსორებს, მედია-სპეციალისტებს, ვინც სარეკლამო რგოლები გადაიღო, და იმ შესანიშნავ გულშემატკივრებს, ვინც ჩვენს მხარდასაჭერად მოვიდა თამაშზე. ჩვენ თქვენ გაფასებთ, გვიყვარხართ, და იმედი გვაქვს, რომ მალე კვლავ გნახავთ,” – განაცხადა ზურაბ ცისკარიძემ

bandicam 2016-09-06 21-39-57-281

 



მსგავსი სიახლეები