სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება

თარიღი: სექტემბერი 8, 2016

სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა 2016 წლის 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში მორიგი სხდომა გამართა და შემდეგი საკითხები განიხილა.

მეორე ლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბების საწევრო დავალიანება;
2016 წლის 2 სექტემბერს გამართული „მაჭახელა“ – „მერცხალის“მატჩში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობა;
2016 წლის 3 სექტემბერს გამართული ხონის „იმერეთისა“ და ხობის „კოლხეთის“ მატჩისას მომხდარი ინციდენტი;
2016 წლის 3 სექტემბერს „ბორჯომისა“ და „ვიტ ჯორჯიას“ მატჩისას დოკუმენტების გაყალბება;
2016 წლის 1 სექტემბერს ჩოხატაურის „ბახმაროსა“ და ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ მატჩის შემდეგ მაყურებელთა არამართლზომიერი ქმედება;
2016 წლის 1 სექტემბერს ჩატარებული „ოდიში 1919-2“-სა და „ენგურის“ მატჩისას დაშვებული საორგანიზაციო გადაცდომები;
კომიტეტმა შეისწავლა რა წარმოდგენილი დოკუმენტები და მოუსმინა წარმოდგენილ მხარეებს, მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები:

1. ქვემოთჩამოთვლილ საფეხბურთო კლუბებს თბილისის ფეხბურთის ფედერაციის სასარგებლოდ 2016 წლის 1 ნოემბრამდე დაეკისრათ დავალიანების დაფარვა შემდეგი ოდენობით:

ცხინვალის „ლიახვი-2“ – 3000 ლარი

თბილისის „იბერია 2010“ – 1400 ლარი

ყვარლის „დურუჯი“ – 1400 ლარი

გურჯაანის „ალაზანი“ – 1400 ლარი

თბილისის „35 სკოლა“ – 1400 ლარი

დუშეთის „არაგვი“ – 1400 ლარი

ახალქალაქის „აბული“ – 1400 ლარი

თბილისის “ალგეთი XXI” – 11 600 ლარი (2012/13 და 2014-15 წ.წ. სეზონების დავალიანება).

2. ხელვაჩაურის „მაჭახელას“ ჩაეთვალა დამარცხება 0:3 ოზურგეთის „მერცხალთან“ (მატჩი დამთავრდა 2:2), ვინაიდან დაარღვია მეორე ლიგის გათამაშების დებულების 5.13 მუხლი, ათამაშა რა უცხო ქვეყნის მოქალაქე კოტ დ’ვუარელი ალენ ვიანე ლუიკ კოუაკო.

3. ხონის „იმერეთისა“ და ხობის „კოლხეთის“ მატჩის პირველი ნახევრის დამთავრებისთანავე ადგილი ჰქონდა იმერეთის მოთამაშის სერგეი კოსტიუკის მხრიდან კოლხეთის მთავარი მწვრთნელის გია გურულის სიტყვიერ შეურაცხყოფას. რასაც მოჰყვა „კოლხეთის“ სათადარიგო მოთამაშის გიორგი გოგენიას მხრიდან კოსტიუკის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო გია გურულის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელისთვის, სერგეი კოსტიუკისთვის ყელში ხელის წაჭერა.

შესაბამისად „იმერეთის“ მოთამაშე სერგეი კოსტიუკი, რომელმაც დაარღვია სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 99-ე მუხლის 1-ლი ნაწილი დაისაჯა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით და დაჯარიმდა 400 ლარით. ხობის „კოლხეთის“ ფეხბურთელი გიორგი გოგენია, რომელმაც დაარღვია სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-11 ნაწილი, დაისაჯა 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით და 200 ლარით. ხოლო „კოლხეთის“ მთავარი მწვრთნელი გია გურული, რომელმაც დაარღვია სფფ სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-9 ნაწილი, დისკვალიფიცირებულია მომდევნო 5 ოფიციალური შეხვედრის განმავლობაში და დაჯარიმდა 2000 ლარით.

4. „ბორჯომი“ – „ვიტ ჯორჯიას“ შეხვედრის მასპინძელმა დაარღვია დებულებით გათვალისწინებული მასპინძელი გუნდის ვალდებულებები, ვერ მოახერხა რა მატჩის ჩატარებისას შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა (სასწრაფო მანქანის გამოცხადება სტადიონზე) და ამასთანავე ყალბი მონაცემების (დოკუმენტების) გამოყენებით შეეცადა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟად გაესაღებინა სხვა დანიშნულების ავტომანქანა. შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კოდექსის 108-ე და 124-ე მუხლების საფუძველზე „ბორჯომს“ 2016 წლის გათამაშების ცხრილში დააკლდა 3 ქულა და დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით.

5. ჩოხატაურის „ბახმაროს“ მხრიდან ადგილი ჰქონდა დებულებით დადგენილი პირობების დარღვევას, კერძოდ მასპინძელმა კლუბმა ვერ უზრუნველყო საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა და ამასთანავე ადგილი ჰქონდა მაყურებელების მიერ მიუღებელი ლექსიკის გამოყენებას. შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კოდექსის 105-ე, 113-ე და 55-ე მუხლების საფუძველზე „ბახმაროს“ დაეკისრა ჯარიმის გადახდა 700 ლარის ოდენობით.

6. ზუგდიდის „ოდიში 1919-2“-მა განზრახ დაარღვია დებულებით დადგენილი პირობები, კერძოდ ვერ მოახერხა მატჩის ჩასატარებლად შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა. ამასთანავე ადგილი ჰქონდა მატჩის დაწყების შეფერხებას (სასწრაფო დახმარების მანქანის დაგვიანების გამო), რითაც დაარღვია დებულებით გათვალისწინებული მასპინძელი გუნდის ვალდებულებები. შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კოდექსის 108-ე მუხლის მეორე ნაწილის, 91-ე მუხლის პირველი ნაწილის და 55-ე მუხლის საფუძველზე „ოდიში 1919-2“-ს დაეკისრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით და აეკრძალა რუხის ცენტრალურ სტადიონზე შემდეგი 3 ოფიციალური მატჩის ჩატარება.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა გააკეთა პაატა ღუდუშაურმა, რამაც “ტორპედოს” ფანები განარისხა? (ვიდეო)

ბათუმის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედო” 0-3 დაამარცხა. პაატა ღუდუშაურმა მე-3 გოლი გაიტანა და “ტორპედოს” ფანების წინ, ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთი ოჯახი! ძმობა! როგორ დაიცვა ოსიმენმა კვარა (ვიდეო)

“უდინეზესთან” პენალტის დანიშვნის მომენტში კვარა წაიქცა და მასთან “უდინეზეს” მცველი უხეშად მივარდა. ეს ოსიმენმა დაინახა [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიური მედია: “კვარამ გარსიას პოსტი გადაურჩინა”

“ნაპოლიმ” “უდინეზე” 4-1 გაანადგურა და კვარამ საუკეთესოდ ითამაშა. გოლი გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა და პენალტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელიამ 7 თვის შემდეგ შეაგდო და გაგიჟდაა (ვიდეო)

კვარაცხელიამ ძალიან დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ “უდინეზეს” გაუტანა. ყველაფერი თვითონ შექმნა და შეასრულა. ⚽️🇮🇹 GOAL […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარგი ამბავი კვარასთვის – ლაურენტისმა პირადად მოსთხოვა გარსიას

ცუდად დაწყებული სეზონის შემდეგ “ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიას პირადად მოსთხოვა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოჯი: “ხვიჩა კვარაცხელიას მხოლოდ ერთი რამე შეუძლია”

“იუვენტუსის” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა, თუმცა უარყოფითად. “კვარაცხელია უდავოდ ნიჭიერია, მაგრამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯერ მარუშიჩი, ახლა იმრანი – “დინამოს” მორიგი ლიდერი გაექცა

1 წლის წინ სერბმა თავდამსხმელმა ზორან მარუშიჩმა ეროვნულ ლიგას დასცინა, “დინამოც” უნებართვოდ დატოვა, როცა კონტრაქტი […]...
წაკითხვა