იბრაჰიმოვიჩი: “რა მენატრება ყველაზე მეტად “პსჟ”-ში ყოფნის დროიდან?” (ვიდეო)
ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც ამჟამად “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას იცავს, მუდამ გამოირჩევა ორიგინალური ფრაზებითა და პასუხებით.
ერთ-ერთ არხთან ინტერვიუში ზლატანს კითხეს, თუ რა ენატრებოდა მას “პსჟ”-ში ყოფნის დროიდან. ასეთი ტიპის კითვაზე, ძირითადად, ფეხბურთელები თავიანთ მწვრთნელს ან თანაგუნდელებს ასახელებენ. ხოლო, შვედმა სპორტსმენმა ტრადიცია ახლაც არ დაარღვია და ძალიან არაპროგნოზირებადი პასუხი გასცა ჟურნალისტს: “ჩემი ხელფასი. ესაა ის, რაც ძალიან მენატრება.”