“სელტიკმა” “რეინჯერსი” გაანადგურა (ვიდეო)
10 სექტემბერს, შოტლანდიის პრემიერ ლიგის მე-5 ტურში ერთმანეთს “სელტიკი” და “რეინჯერსი” დაუპირისპირდნენ. ეს შეხვედრა ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა და ბევრი ელოდა, რომ ძველებურად დაძაბული თამაში იქნებოდა, თუმცა მასპინძლებმა მეტოქე უშანსოდ დატოვეს.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი მუსა დემბელე იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა და ერთი საგოლე პასი გააკეთა. 20 წლის თავდამსხმელმა პირველი ორი გოლი 32-ე და 43-ე წუთებზე გაიტანა, ტაიმის ბოლო წუთებში კი სტუმრებმა სხვაობა ერთამდე შეამცირეს.
მეორე ნახევარში “სელტიკმა” მეტოქის კარი ორჯერ აიღო. 61-ე წუთზე სინკლერმა გაიტანა, 83-ე წუთზე კი თავი კვლავ დემბელემ გამოიჩინა. საბოლოო ანგარიში 93-ე წუთზე ამსტრონგმა დააფიქსირა – 5:
“სელტიკი” – “რეინჯერსი” 5:1
გოლები: დემბელე 33′, 42′, 83′, სინკლერი 61′ – გარნერი 44′
გაფრთხილებები: ბიტონი 8′, ტურე 49′, რობერტსი 79′, დემბელე 84′ – კრანჩარი 49′, სენდეროსი 63′, კირნერი 67′
გაძევება: სენდეროსი 74′.
“სელტიკი”: დე ვრისი, ტურე, ლუსტიგი, სვიატჩენკო, ტირნი, ბრაუნი (მაკგრეგორი 73′), ბიტონი, ფორესტი (რობერტსი 64′), როგიჩი (ამსტრონგი 54′), სინკლერი, დემბელე.
“რეინჯერსი”: ფოდერინგჰემი, სენდეროსი, უოლასი, კირნერი (ფორესტერი 71′), ტავერნირი, კრანჩარი (ჰალიდეი 46′), ბარტონი, ვინდასი, მილერი (ვაგჰორნი 63′), გარნერი, მაკკეი.