სტატისტიკა: იურგენ კლოპის “ლივერპულს” 101 გოლი დაუგროვდა
იურგენ კლოპის “ლივერპულში” მოსვლიდან ერთი წელიც არ გასულა, თუმცა მისი მეთაურობით გუნდმა უკვე მოახერხა 101 გოლის გატანა. 101-ე გოლი ადამ ლალანამ გაიტანა ინგლისის მოქმედ ჩემპიონთან გამართულ საშინაო მატჩში (4-1).
101 გოლის გასატანად გერმანელი სპეციალისტის გუნდს 57 მატჩის ჩატარება დასჭირდა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ 2016 წელს “წითლებზე” მეტი გოლი არცერთ სხვა პრემიერ ლიგურ გუნდს არ გაუტანია. იურგენის მეთაურობით, თავის გამოჩენა 22-მა განსხვავებულმა ფეხბურთელმა მოახერხა.
იურგენის ხანაში ყველაზე მეტი გოლის გატანა ბრაზილიელმა რობერტო ფირმინომ მოახერხა, რომლის ანგარიშზეც 14 გოლია. მას სულ რაღაც 1-1 გოლით ფილიპე კოუტინიო და დანიელ სტარიჯი ჩამორჩებიან. დივოკ ორიჯის ანგარიშზე კი 11 გოლია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სიაში შემავალმა 8 ფეხბურთელმა – კრისტიან ბენტეკე, ჯორდონ აიბი, ჯო ალენი, ბრედ სმიტი, ჟერომ სინქლეარი, ჟოაო ტეიშეირა, კოლო ტურე, მარტინ შკრტელი – “ენფილდი” ამ ზაფხულში დატოვა.
გუნდის ახალწვეულმა, სადიო მანემ კი 4 მატჩში ორჯერ მოახერხა თავის გამოჩენა.