ლინეკერი: “მალე პრემიერლიგაში საუკეთესო ფეხბურთელები გადმოვლენ”
ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გარი ლინეკერმა, რომელიც ბრიტანულ ტელეარხზე ექსპერტად მუშაობს, გამოთქვა მოსაზრება, რომ უახლოეს პერიოდში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკლავები პრემიერლიგის გუნდებს მიაშურებენ.
“აშკარაა, რომ დღესდღეობით ფეხბურთში ესპანეთის პრიმერადივიზიონი დომინირებს და ეს არამხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე, არამედ ევროპის ლიგაზეც დამტკიცდა.
ამის მიუხედავად, ევროპაზე ინგლისის გავლენა თანდათან უფრო იზრდება. ბოლო პერიოდში ჩვენთან აღარ მოდიან სუპერვარსკლავები, ისინი მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონაში” გადასვლას ამჯობინებენ. სამაგიეროდ, ვხედავთ, რომ საუკეთესო მწვრთნელები პრემიერლიგაში გადმოდიან. ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ინგლისში საუკეთესო ფეხბურთელებიც გადმობარგდებიან, ვინაიდან აქ რეალური ფული ტრიალებს. ეს მხოლოდ დროის საკითხია”, – ციტირებს ლინეკერის სიტყვებს ESPN.