ლეგიონი: შეყილაძის დუბლი იტალიაში
11 სექტემბერს, იტალიის ლეგია პროს მესამე ტურის მატჩი ”ლუპოსა” და ირაკლი შეყილაძის ”ტუტოკუოიოს” შორის გაიმართა. შეხვედრა ჩვენებურის გუნდის გამარჯვებით, 1:2 დასრულდა.
24 წლის ქართველმა შემტევმა აღნიშნული მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ჩაატარა. მეტიც, ირაკლიმ მეტოქის კარში დუბლის შესრულება მოახერხა. მან თავი 45-ე და 68-ე წუთებზე გამოიჩინა.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ”ტუტოკუოიო” იტალიის ლეგია პროს სამი ტურის შემდეგ მოპოვებული 5 ქულით მე-8 პოზიციაზეა.