ანჩელოტი მის ფეხბურთელზე: “ის ნებისმიერ პოზციაზე ძალიან სასარგებლოა!”
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი რვა შეხვედრა უკვე გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში მიუნხენის “ბაიერნი” “როსტოვს” საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და მეტოქე 5:0 გაანადგურა. დუბლი შეასრულა ახალგაზრდა მოთამაშემ, ჯოშუა კიმიხმა.
რუსების დამარცხების შემდეგ, გერმანელთა დამრიგებელმა, კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ნახსენები ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა.
“ჯოშუა საოცარი მოთამაშეა. მას შესანიშნავი ფიზიკური შესაძლებლობები აქვს. კიმიხის გამოყენება ნახევარდაცვაში სრულიად შესაძლებელია. თუმცა, ვიტყვი, რომ ახალგაზრდა სპორტსმენს ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია ასპარეზობა და ძალიან დიდი სარგებლის მოატანა,” – გაანცხადა ანჩელოტიმ.