როგორი შემადგენლობით ითამაშებს “რეალი” “სპორტინგის” წინააღმდეგ? (ანალიზი) + (ფოტო)
დღეს ჩემპიონთა ლიგის 9 შეხვედრა გაიმართება.
მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე ლისაბონის “სპორტინგს” მიიღებს. Fanebi.Com-ი სავარაუდო შემადგენლობას და მის განხილვას.
აღსანიშნავია, რომ “ბლანკოსს” ოთხი ტრავმირებული მოთამაშე ჰყავს: კეილორ ნავასი, ისკო ალარკონი, მარკო ასენსიო და ფაბიო კოენტარო. მიუხედავად ამ დანაკლისისა, ზიდანს ოპტიმალური შემადგენლობის გამოყვანა არ უნდა გაუჭირდეს. დიდი ალბათობით, “რალი” 4-3-3 წყობით ითამაშებს.
კარში კიკო კასილიას უნდა ველოდოთ. დაცვის ძირითადი ოთხეული – მარსელო, რამოსი, პეპე, კარვახალი – სრულ მზადყოფნაშია. მიუხედავად ვარანის კარგ ფორმაში ყოფნისა, საეჭვოა, რომ “ზიზუმ” პეპე, მით უმეტეს, რამოსი სასტარტო თერთმეტეულიდან ამოაგდოს.
რაც შეეხება ნახევარდაცვის სამეულს… დაცვის წინ, დიდი ალბათობით, კაზემირო დადგება. მის მარცხნივ და მარჯვნივ კი, შესაბამისად, ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი იასპარეზებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ბენზემა დაბრუნდა, მაინც საეჭვოა მისი ძირითადში დაყენება. ჯერ ფრანგი ამისთვის მზად არაა. დიდი ალბათობით, ფორვარდის პოზიციაზე ალვარო მორატა ითამაშებს. ფლანგებზე კი კრიშტიანუ რონალდუ და გარეთ ბეილი იასპარეზებენ. პირველმა მათგანმა სულ ცოტა ხნის წინ მოირჩინა ფეხი, “ოსასუნასთან” ასპარეზობა და გოლის გატანაც მოასწრო.