ჟიული: “ლიონელ მესიმ ყველა ჩვენგანი მოკლა”
კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუდოვიკ ჟიულიმ რამდენიმე წლის წინ “ბლაგაურნას” რიგებში ჩატარებული ვარჯიში გაიხსენა, რომლის მთავარი გმირიც ლიონელ მესი იყო.
სანაკრებო პაუზის დროს, “ბარსელონას” მაშინდელმა თავკაცმა, ფრენ რაიკაარდმა ახალგაზრდული გუნდის მოთამაშეებს პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშის საშუალება მისცა.
“მესი მხოლოდ 16 წლის იყო მაშინ, როდესაც მან ვარჯიშზე ყველა ჩვენგანი გაანადგურა. მას ვერ აჩერებდნენ, ამიტომ ფეხებში ურტყამდნენ. მიუხედავად ამისა, ის წაქცევისთანავე დგებოდა და თამაშს აგრძელებდა.
მისი ყველა მოძრაობა შეუდარებელი იყო. ლეო ოთხ ფეხბურთელს ატყუებდა და შემდეგ გოლი გაჰქონდა. წარმოიდგინეთ, “ბარსელონას” მცველები ვარჯიშზე ძალიან ნერვიულობდნენ. მესი მართლაც უცხოპლანეტელი იყო, მან ყველანი მოგვკლა”, – უთხრა ჟიულიმ გამოცემა Sport-ს.