რომელი ქართველი ფეხბურთელები და მწვრთნელები იასპარეზებენ ევროპის ლიგაზე დღეს?
დღეს 2016/2017 წლების სეზონის ევროპის ლიგა აიღებს სტარტს. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში 24 შეხვედრა გაიმართება.
Fanebi.Com-ი გთავაზობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი ქართველი მწვრთნელები და მოთამაშეები შეეცდებიან წარმატების მიღწევას დღეს ევროპის რიგით მეორე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე.
“ვენის რაპიდი” – “გენკი”
მასპინძელთა რიგებში ყოფილი “დინამოელი”, გიორგი ქვილითაია ირიცხება. ჩვენებურს ახალი მოშუშებული აქვს ტრავმა და სასურველ კონდიციებში არაა. აქედან გამოდინარე, მისი მინდორზე დიდ ხანს გამოსვლა სათუოა.
“ზორია” – “ფენერბაღჩე”
უკრაინულ “ზორიაში” ჯაბა ლიპარტია გამოდის. საგულისხმოა, რომ ქართველმა შემტევმა, პრემიერ ლიგის ახალი სეზონის შვიდი შეხვედრიდან ექვსში მიიღო მონაწიელობა; აქედან ორ მატჩში იგი ძირითად შემადგენლობაში იდგა. ამჟამად, “ზორიას” 14 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა. მოკლედ, დღეს როგორც ლიპარტიას ასპარეზობას, ასევე, ზოგადად, უკრანინული გუნდის კარგ თამაშს უნდა ველოდოთ.
“ანდერლეხტი” – “გაბალა”
“გაბალას” რიგებში ნიკა კვეკვესკირი გამოვა. აზერბაიჯანის ჩემპიონატში გუნდმა 3 შეხვედრა ჩაატარა. ნიკამ ორში მიიღო მონაწილეობა, ერთ-ერთ მათგანში კი ძირითად შემადგენლობაშიც მოსინჯა თავისი ძალები. “გაბალა” 7 ქულით მესამე პოზიციაზეა. დღეს რომ ქართველი ბელგიელების წინააღმდეგ იასპარეზებს, ეს უეჭველია; იმედია, კვეკვესკირი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს თამაშს.
“თელ ავივის მაკაბი” – “ზენიტი”
დღეს, ფეხბურთელების გარდა, ჩემპიონთა ლიგაზე ქართველი მწვრთნელიც გამოვა. შოთა არველაძე თელ ავივის “მაკაბისთან” ერთად შეეცდება წარმატების მიღწევას. ისრაელის გუნდი საკუთარ ჩემპიონატში 7 ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფს “ჰაპოელთან”. საგულისხმოა, რომ არველაძის კლუბს ყველა ტურნირზე ერთად 7 შეხვედრაა არ წაუგია ( ექვსი მოგება და ერთი ფრე). იმედია, “მაკაბი” დღესაც მიაღწევს წარმატებას.