როი კინი: “მოურინიოს მაგივრად, სწორედ ისაა “განსაკუთრებული”!”
გუშინ “მანჩესტერ სიტიმ” ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხეგლადბახის “ბორუსიას” ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა და ტურნირი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. ამ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტიანა “ქალაქელების” თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ.
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, როი კინმა შეხვედრის შემდეგ კატალონიელ სპეციალისზტე ისაუბრა და განცხადა, რომ მოურინიო კი არა, სწორედ გვარდიოლაა “განსაკუთრებული”.
“მანჩესტერში ორი მწვრთნელია. მოურინიო ამბობს, რომ ის “განსაკუთრებულია”. ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის პორტუგალიელის ნაცვლად, პეპია განსაკუთრებული.”
“ხშირად გვინახავს, როცა “სიტის” კარგი სტარტი ჰქონდა ხოლმე და შემდეგ ვერაფერს იგებდა. წელს ინგლისელებმა საოცრად დაიწყეს სეზონი, 5 ოფიციალური მატჩიდან ხუთივე მოიგეს. იმედია, ისინი წარმატებით დაასრულებენ ამ სვლას. ამაში კი, ჩემი აზრით, დიდ როლს გვარდიოლა ითამაშებს,” – განაცხადა ლეგენდარულმა ირლანდიელმა მოთამაშემ.