მსოფლიო რაგბის საუკეთესო მწვრთნელები: მილტონ ჰეიგი ათეულშია
რამდენიმე დღის წინ, უცხოურმა გამოცემამ punditarena.com-მა მსოფლიო რაგბის ათი საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ათეულშია საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი.
”შესაძლოა, ამ სპეციალისტის შესახებ ბევრი არაფერი იცოდეთ, თუ თქვენ არ ხართ ახალი ზელანდიიდან. მილტონ ჰეიგმა საქართველოს ნაკრები უფრო კონკურენტუნარიანი გახადა.
”ბორჯღალოსნებმა” ბრწყინვალედ ჩაატარეს 2015 წლის მსოფლიო თასი, ამასთან ერთად, ზაფხულში სტუმრად გამართულ მატჩში დაუზავდნენ სამოას, აგრეთვე სტუმრად დაამარცხეს ფიჯი და ტონგა. როგორც წესი, საქართველოს ნაკრები სახლში უფრო კარგად თამაშობს, ვიდრე გასვლაზე, მაგრამ ზაფხულის ტურნეს წაუგებლად ჩატარება დიდი მიღწევაა,” – წერს საიტი.
punditarena.com-ის ათეული ასე გამოიყურება:
1. სტივ ჰენსონი
2. ედი ჯონსი
3. მარკ მაკოლი
4.ბენ რაიანი
5. კრის ბოიდი
6. პეტ ლემი
7. რობ ბაქსტერი
8. ლორან ლაბის და ლორან ტრავერის წყვილი,
9. გრეგორ თაუნსენდი
10. მილტონ ჰეიგი