ტიტემ ბრაზილიის ნაკრების განაცხადი დაასახელა
ბრაზილიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბოლივიისა და ვენესუელის ნაკრებების წინააღმდეგ გასამართი შეხვედრებისთვის “სელესაოს” განაცხადი დაასახელა.
მეკარეები: ალისონი (“რომა”, იტალია), ვევერტონი (“ატლეტიკო პარანაენსე”), ალექს მურალია (“ფლამენგო”);
მცველები: ჟოაო მირანდა (“ინტერი”, იტალია), მარკინიოსი, ტიაგო სილვა (ორივე “პსჟ”, საფრანგეთი), კარლოს ჟიო (“შანდუნ ლუნენი”), დანი ალვესი (“იუვენტუსი”, იტალია), ფაგნერი (“კორინთიანსი”), მარსელო (“რეალი”, ესპანეთი), ფილიპე ლუისი (“ატლეტიკო”, ესპანეთი);
ნახევარმცველები: კაზემირო (“რეალი”, ესპანეთი), რენატო აუგუსტო (“ბეიჯინგ გოანი”, ჩინეთი), პაულინიო (“გუანჩჟოუ ევერგრანდი”, ჩინეთი), ოსკარი, ვილიანი (ორივე “ჩელსი”, ინგლისი), ფერნანდინიო (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), ლუკას ლიმა (“სანტოსი”), ჟულიანო (“ზენიტი”, რუსეთი), ფილიპე კოუტინიო (“ლივერპული”, ინგლისი);
თავდამსხმელები: ნეიმარი (“ბარსელონა”, ესპანეთი), დუგლას კოსტა (“ბაიერნი”, გერმანია), ფირმინო (“ლივერპული”, ინგლისი), გაბრიელ ჟეზუსი (“პალმეირასი”).
ბრაზილიის ეროვნული გუნდი 7 ოქტომბერს ბოლივიის ნაკრებს მიიღებს, 12 ოქტომბერს კი ვენესუელაში ითამაშებს.