უმაღლესი ლიგა: შევაჯამოთ მე-6 ტური (ვიდეო)
17-18 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წითელი და თეთრი ჯგუფების მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა.
ცენტრალური მატჩი გორში შედგა. „თენგიზ ბურჯანაძეზე“ „დილამ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და დრამატულ შეხვედრაში 1-2 დამარცხდა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, 61-ე წუთზე შორეული დარტყმით მეტოქის კარი ალეკო გამცემლიძემ აიღო. გორელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და დარჩენილ დროში საკუთარ კარში ორი ბურთი მიიღეს. 79-ე წუთზე ბაჩო არაბულმა ანგარიში გაათანაბრა, 87-ეზე კი, გიული მანჯგალაძემ სამტრედიელებს სამი ქულა მოუტანა. მატჩს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ჯღარკავა ესწრებოდნენ.
გატანილი გოლების გარეშე, 0-0 დასრულდა თბილისური დერბი. „მიხეილ მესხზე“ გამართულ „ლოკომოტივისა“ და „დინამოს“ დაპირისპირებაში სახიფათო მომენტების ნაკლებობა ნამდვილად არ იყო, მაგრამ გატანა ვერცერთმა მოახერხა და გუნდებმა თითო ქულა გაინაწილეს.
უგოლო ფრე დაფიქსირდა ქობულეთშიც. „ჩელე არენაზე“ ერთმანეთს ბათუმის „დინამო“ და ბოლნისის „სიონი“ დაუპირისპირდნენ. დაძაბული მატჩი 0-0 დასრულდა.
პირველად დამარცხდა საჩხერის „ჩიხურა“. იმერლებმა ივანწმინდაში „გურიას“ უმასპინძლეს და 1-2 დამარცხდნენ. სტუმართა მხრიდან დუბლით უკრაინელი დებიუტანტი ევგენი მურაშოვი გამოირჩა, საჩხერელთაგან კი, ერთადერთი გოლი საბა ლობჟანიძემ გაიტანა.
ოთხი მოუგებელი შეხვედრის შემდეგ სამი ქულა მოიპოვა ქუთაისის „ტორპედომ“. ქუთაისელებმა საკუთარ მოედანზე „ცხინვალი“ მიიღეს და მიუხედავად იმისა, რომ მარცხდებოდნენ შეხვედრა 3-1 მოიგეს.
მეექვსე ტურის ერთი მატჩი 18 სექტემბერს გაიმართა. „ზუგდიდმა“ ზემო ეწერის ცენტრალურ სტადიონზე „საბურთალოს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა მეტოქე. შეხვედრის ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე ნიკა ნარმანიამ გაიტანა.
უმაღლესი ლიგის მეშვიდე ტურის მატჩები 24-25 სექტემბერს ჩატარდება.
დილა – სამტრედია 1-2
გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა: მუჯირიშვილი, სალუქვაძე, გავაშელიშვილი, კვახაძე, ღონღაძე, ეტოუ, სამხარაძე, ცაწკრიალაშვილი (63’ მიზრაჩი), წიქარიძე, გამცემლიძე (84’ გელაშვილი), მოდებაძე
მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
სამტრედია: მიგინეიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, მჭედლიშვილი, შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, მარკოზაშვილი (63’ ცნობილაძე), რაჟამაშვილი (76’ ჯიქია), მანჯგალაძე, არაბული (90’ მთივლიშვილი), ზივზივაძე
მთ. მწვრთნელი: გია ცეცაძე
მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ლ. ვარამიშვილი, ლ. თოდრია, შ. ქუხილავა, ა. ნონიკაშვილი, ი. კვირიკაშვილი
გაფრთხილება: 20’ გავაშელიშვილი (დილა), 35’ მჭედლიშვილი (სამტრედია), 49’ კვახაძე, 83’ წიქარიძე (ორივე დილა), 90’ მიგინეიშვილი (სამტრედია)
გოლები: 1-0 გამცემლიძე (61), 1-1 არაბული (79), 1-2 მანჯგალაძე (87)
ლოკომოტივი – დინამო თბ 0-0
თბილისი, „მიხეილ მესხი“
ლოკომოტივი: თევდორაძე, ხიდეშელი, გეთიაშვილი, გაბაძე, ჩიტეიშვილი, კლიმიაშვილი, კუხიანიძე, დიასამიძე, ქიქავა (46’ ზარანდია), ჩაგელიშვილი (70’ ფოფხაძე), ვაწაძე (76’ ცხადაძე)
მთ. მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა
დინამო თბ: ლომაია, ამისულაშვილი, უ. ლობჟანიძე, რენე (77’ ჭელიძე), ველევი, პარუნაშვილი, ჯიღაური, ჭანტურიშვილი, ცინცაძე, პაპუნაშვილი, დვალიშვილი (88’ მიქელთაძე)
მთ. მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, დ. გაბისონია, ჯ. ხორავა
გაფრთხილება: 19’ დვალიშვილი (დინამო თბ), 37’ ქიქავა (ლოკომოტივი), 55’ ცინცაძე (დინამო თბ)
დინამო ბთ – სიონი 0-0
ქობულეთი, „ჩელე არენა“
დინამო ბთ: ტიმოფეევი, კვირკველია, სუხიაშვილი, ტვილდიანი, შონია, თარხნიშვილი, ქავთარაძე, გოგიტიძე, თევდორაძე (46’ კვანტალიანი), ფონიავა (72’ გეგეჭკორი), მარიანოვიჩი (65’ ე. ლობჟანიძე)
მთ. მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
სიონი: დაუშვილი, ფოფხაძე, ხურცილავა, თოთაძე, ქასრაძე, ძარია, ჯანელიძე, გაფრინდაშვილი, სუშკინი (88’ უგულავა), ვოლკოვი (56’ სიხარულიძე), კობახიძე (75’ გიორბელიძე)
მთ. მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ა. კოკაია, ა. აფციაური, გ. ვარდიძე
გაფრთხილება: 36’ თევდორაძე (დინამო ბთ), 40’ ვოლკოვი (სიონი), 86’ გაფრინდაშვილი (დინამო ბთ)
ჩიხურა – გურია 1-2
ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი
ჩიხურა: სეფიაშვილი, კაშია, რეხვიაშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, განუგრავა, დობროვოლსკი (46’ გვალია), დეკანოიძე (52’ გაბედავა), ლექვთაძე (68’ ტატანაშვილი), კორიფაძე, ს. ლობჟანიძე, ივანიშვილი
მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გურია: იმერლიშვილი, მეგრელიშვილი, ჭეიშვილი (75’ კაბორე), ჩადუნელი, ნოზაძე, მოროზენკო, კირკიტაძე (90’ თევზაძე), ჭეჭელაშვილი, ჭედია, დინიზი (45’ იმნაძე), მურაშოვი
მთ. მწვრთნელი: ოლეგ ლესიაჩენკო
მსაჯები: დ. სანოძე, დ. ჩიგოგიძე, ბ. ჭიჭინაძე, ბ. ნინუა
გაფრთხილება: 13’ რეხვიაშვილი (ჩიხურა), 34’ მურაშოვი (გურია), 38’ კორიფაძე (ჩიხურა), 45’ ჭეჭელაშვილი, 45’ მოროზენკო, 54’ მეგრელიშვილი, 72’ ნოზაძე (ყველა გურია), 78’ გაბედავა (ჩიხურა), 86’ იმნაძე (გურია)
გოლები: 0-1 მურაშოვი (პენ) (14), 0-2 მურაშოვი (34), 1-2 ს. ლობჟანიძე (86)
ტორპედო – ცხინვალი 3-1
ქუთაისი, „რამაზ შენგელია“
ტორპედო: კვასხვაძე, გურული, ქიმაძე, ტაბატაძე, მამასახლისი, ჭიჭინაძე, ბაბუნაშვილი (73’ საღრიშვილი), დოლიძე, ტუღუში (76’ ენდელაძე), ფალავანდიშვილი, კვერნაძე (57’ კაპანაძე)
მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
ცხინვალი: ნადირაძე, მაისაშვილი, კაჭკაჭიშვილი, ცერცვაძე, ბაჩიაშვილი, ქოჩლაძე (72’ გაბრიჩიძე), სულთანიშვილი (19’ შინდაგორიძე), ქარდავა, მახარობლიძე, დვალი, კახელიშვილი (81’ მაქაცარია)
მთ. მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა
მსაჯები: ა. ბასლეჰლო, ზ. ფიფია, გ. ელიკაშვილი, გ. ყრუაშვილი
გაფრთხილება: 24’ მახარობლიძე, 27’ ქოჩლაძე, 28’ ცერცვაძე, 29’ კახელიშვილი (ყველა ცხინვალი), 90’ მამასახლისი (ტორპედო)
გოლები: 0-1 კახელიშვილი (5), 1-1 ტუღუში (40), 2-1 გურული (66), 3-1 კაპანაძე (70)
ზუგდიდი – საბურთალო 1-0
ზემო ეწერი, ცენტრალური სტადიონი
ზუგდიდი: ლიტოვჩენკო, აფაქიძე, აქუბარდია (65’ სიხარულია), მაჩაიძე, ბეჭვაია, ზოზულია, ტყემალაძე, წურწუმია, გ. სამუშია (61’ ერმაჩენკო), იოსელიანი, შეველი (61’ ნარმანია)
მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ლიუტი
საბურთალო: ქურდაძე, ხოსე კარასკო, მარგველაშვილი, იაშვილი, ხარაიშვილი, სოფრომაძე (75’ კოხრეიძე), ალთუნაშვილი (66’ ფანცულაია), ელვინი (83’ რუხაძე), ხუანფრი, სანტი ხარა, გონსალვესი
მთ. მწვრთნელი: პაბლო ფრანკო
მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, მ. კუპატაძე, კ. სადილიანი, ი. ხერხაძე
გაფრთხილება: 5’ აქუბარდია, 38’ ზოზულია, 45’ აფაქიძე, 63’ წურწუმია, 81’ ლიტოვჩენკო (ყველა ზუგდიდი)
გოლი: 1-0 ნარმანია (73)