ლეგიონი: თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა აეკ-მა ნავალოვსკის “ვერია” დაამარცხა
17 სექტემბერს, საბერძნეთის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი ქართველი სპეციალისტის თემურ ქეცბაიას აეკ-სა და გიორგი ნავალოვსკის “ვერიას” შორის გაიმართა. შეხვედრა აეკ-ის გამარჯვებით, 0:2 დასრულდა.
რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელს, ნავალოვსკიმ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 82 წუთი გაატარა. აქვე გეტყვით, რომ გიორგიმ 45-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი აეკ-ი საბერძნეთის ჩემპიონატის ორი ტურის შემდეგ 6 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო “ვერიას” 0 ქულა აქვს და ბოლო პოზიციას იკავებს.