”ვაკომ ჯერ თანაგუნდელების სახელები უნდა დაიმახსოვროს” – რატომ არ ითამაშა ყაზაიშვილმა გუშინ?
ვარშავის ”ლეგიას” ხელმძღვანელობამ გუნდის ალბანელი მთავარი მწვრთნელი ბესნიკ ჰასი დაითხოვა. ამის მიზეზი ”ლეგიას” წარუმატებელი თამაშია. პოლონური კლუბი ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ”ბორუსიასთან” განადგურდა (0:6) და არც ექსტრაკლასაში აქვს კარგად საქმე კარგად.
გუშინ 18 სექტემბერს, პოლონეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში ”ლეგიამ” ”ზაგლებიე” მიიღო და ამ მატჩშიც დამარცხდა – 2:3. სწორედ აღნიშნული შეხვედრა გამოდგა საკისთვის ბოლო, ”ლეგიას” მთავარი მწვრთნელის რანგში. რაც შეეხება ყაზაიშვილს, ის 18-კაციან განაცხადშიც არ იყო. ალბანელმა სპეციალისტმა კი ამ ფაქტთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა.
”ყაზაიშვილი დორტმუნდის ”ბორუსიასთან“ მატჩში თანაგუნდელებს არა სახელებით, არამედ, ნომრებით მიმართავდა. ამიტომ, მან ჯერ სახელები უნდა დაიმახსოვროს,” – განაცხადა ბესნიკ ჰასმა.