“მოედანზე არიან ბორჯღალოსნები”
სამშაბათს, 20 სექტემბერს, 17 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის დარბაზში მოეწყობა ალექსანდრე ქურდობაძის წიგნის – “მოედანზე არიან ბორჯღალოსნები” წარდგენა. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ავტორი ქართული რაგბის სამყაროში “შინაური კაცია”. აკი კავშირის გენ-მდივნადაც უღვაწია ორი ვადით. ინჟინერი ქურდობაძე სპორტის ცნობილი სტატისტიკოსი და ისტორიკოსია. მას აქამდეც გამოუცია წიგნები, პროგრამები, კომპაქტ-დისკი და რაგბის გაზეთი.
ქურდობაძის მორიგი ნაშრომი სრულად და დაწვრილებით აღწერს “ბორჯღალოსნების” მიერ განვლილ გზას დაბადებიდან (1989) ბოლო მსოფლიო თასის (2015) ჩათვლით. წიგნი 264-გვერდაა, 29 თავსა და ორ სტატისტიკურ ნაკვეთს კი 16-გვერდიანი ფერადი ფოტო-ჩანართი ამშვენებს.
წიგნი 750 ცალად დაიბეჭდა თბილისის მერიის “კულტურული ღონისძიებების ცენტრის” მხარდაჭერით.
საქართველოს რაგბის კავშირი