რაგბი: კარლენ ასიეშვილი და კონსტანტინე მიქაუტაძე ტურის სიმბოლურ გუნდში
საფრანგეთის ტოპ 14-ის მორიგი ტური დასრულდა. ფრანგულმა გამოცემამ ”მიდი ოლიმპიკმა” მეხუთე ტურის სიმბოლურ ნაკრები შეადგინა, რომელშიც ორი ქართველი მორაგბე კონსტანტინე მიქაუტაძე და კარლენ ასიეშვილი მოხვდა.
მიქაუტაძის ”მონპელიემ” აღნიშნულ ტურში “ბაიონი” ანგარიშით, 21:9 დაამარცხა. რაც შეეხება ასიეშვილს, მისმა “ბრივმა” საკუთარ მოედანზე “ლა როშელს” სძლია – 29:28.
სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
15. გაეტან ჟერმენი (”ბრივი”), 14. დევიდ სტრიტლი (”კლერმონი”), 13. კასეი ლაულალა (”მეტრო რასინგი”), 12. კონრად სმითი (”პოო”), 11. ხუან იმჰოფი (”მეტრო რასინგი”), 10. ფრედერიკ მიშალაკი (”ლიონი”), 9. მაქსიმ მაშენო (”მეტრო რასინგი”). 1. კარლენ ასეიშვილი (”ბრივი”), 2. ჯოდი ჟენეკერი (”კასტრი”), 3. რაბა სლიმანი (”სტად ფრანსე”), 4. პოლ ჟედრაზიაკი (”კლერმონი”), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (”მონპელიე”), 6. სტეფონ არმითიჯი (”პოო”), 7. მატიე ბაბიო (”კასტრი”), 8. ფრიც ლი (”კლერმონი”).