20-წლამდელთა მსოფლიო: საქართველოს ნაკრების ჯგუფი ცნობილია

თარიღი: სექტემბერი 21, 2016

8 თვეში,  მსოფლიო რაგბის მომავალი ვარსკვლავები საქართველოში 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლას შეუდგებიან. სარაგბო სამყაროში კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ სიდიდით მეორე ტურნირი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 31 მაისს თბილისსა და ქუთაისში აიღებს სტარტს.

დღეს, ტურნირისთვის მზადების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია დღეა, ვინაიდან მსოფლიო ჩემპიონატის განრიგი და ჯგუფები გამოვლინდა.

სტადიონები

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში ავჭალის სტადიონზე და ქუთაისში, აია არენაზე შედგება, ხოლო საპლეიოფო ეტაპი და ფინალები ერთაბაშად ავჭალასა და მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდება.

მატჩების განრიგი

პირველი ტური:

bandicam 2016-09-21 17-37-55-078მეორე ტური:

bandicam 2016-09-21 17-38-01-859

მესამე ტური:

bandicam 2016-09-21 17-38-09-203

ჩემპიონი ავჭალაში იწყებს

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ინგლისი ტიტულის დასაცავად A ჯგუფში ავსტრალიას, უელსს და სამოას დაუპირისპირდება. სამოა 20-წლამდელთა 12 გუნდიან ელიტას წელს, მსოფლიო ალაფის მოგების შემდეგ დაუბრუნდა.

ზელანდია ქუთაისში იბურთავებს

მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი ირლანდია, სარაგბო სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი, ტურნირის 5 გზის ჩემპიონი ახალი ზელანდია შოტლანდია და იტალია B ჯგუფის თამაშებს ქუთაისში, აია არენაზე გამართავენ

შინაურ კედლებში

უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო ჩემპიონატის ფერხულში პირველად წელს ჩაებნენ, მას შემდეგ რაც შარშან ალაფა მოიგეს. და საქართველოში გასამართ ტურნირამდე ერთი წლით ადრე მანჩესტერში იასპარეზეს, სადაც ჯგუფში ახალ-ზელანდიას, უელსს და ირლანდიას ეთამაშნენ. საპლეიოფო ეტაპზე უმცროსი ბორჯღალოსნები იტალიელ თანატოლებს შეხვდნენ და ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს, ხოლო ბოლო სამატჩო დღეს საფრანგეთს შევხვდით და სამი ქულის სხვაობით, 24-27 დავთმეთ შეხვედრა. ამ შედეგით ჩვენმა ნაკრებმა მე-10 ადგილი დაიკავა და მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლის სტატუსით ისედაც მივიღებდით მონაწილეობას 2017 წლის ტურნირზე, ელიტაში თამაშის უფლება სპორტული შედეგითაც დავიმსახურეთ.

წელს კი ჯგუფურ ეტაპზე ავჭალაში არგენტინას, სამხრეთ აფრიკასა და საფრანგეთს ვერკინებით.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ მნიშვნელობითა და სიდიდით მეორე ტურნირია. მასში მსოფლიოს 12 საუკეთესო გუნდი მონაწილეობს. საქართველოში ამ დონის ტურნირს პირველად ვმასპინძლობთ. თუმცა მსოფლიო რაგბის ეგიდით ტურნირები შინ აქამდეც გაგვიმართია – 2011 წელს თბილისში მაშინდელი რაგბის მსოფლიო საბჭოს ახალგაზრდულ ალაფას ვუმასპინძლეთ, ხოლო 2013 წლიდან 2015 წლის ჩათვლით ავჭალის სტადიონზე ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირი, თბილისის თასი იმართებოდა.

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მსოფლიო რაგბმა 2015 წელს მოგვანიჭა, რაც თავისმხრივ ქართული რაგბის მზარდ განვითარებაზე და მაღალ ორგანიზაციულ დონეზე მეტყველებს, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი არაელიტარულ სარაგბო ქყვეყანაში გაიმართება.

მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე ბილ ბომონტი:

„მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული და მნიშვნელოვანი ტურნირად ჩამოყალიბდა ჩვენს სპორტში; მას უდიდესი წვლილი მიუძღვის რაგბის მომავალი ვარსკვლავების აღზრდაში.

„საქართველოში რაგბი ზრდის ტალღაზეა და მოსახლეობის უდიდეს ინტერესს იზიდავს. ეჭვი არ მეპარება, რომ მომავალ წელს, როდესაც თბილისის და ქუთაისის სტადიონებზე მსოფლიოს 12 საუკეთესო გუნდი მაღალი კლასის რაგბის საჩვენებლად შეიკრიბება, მათ მხურვალე და ენერგიული მაყურებლებით სავსე ტრიბუნები დახვდებათ.

„2019 წლის მსოფლიო თასიც აღარაა შორეული პერსპექტივა. იმ მორაგბეთა შორის, რომლებსაც ჩვენ საქართველოში ვიხილავთ, მრავალი სულ რაღაც სამ წელიწადში გაიბრწყინებს იაპონიაშიც, მსოფლიოს უდიდეს სარაგბო ტურნირზე“,

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე:

 „დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგანაც 2017 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფები დასახელდა.  დარწმუნებული ვარ, რომ არა მხოლოდ საქართველოს რაგბის კავშირი, არამედ მთლიანად საქართველო აღფრთოვანებულია იმ ფაქტით, რომ 1 წელზე ნაკლებ დროში თბილისი და ქუთაისი რაგბის მომავალ მსოფლიო ვარკვლავებს უმასპინძლებს.

„გულშემატკივრებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უკვე შეუძლიათ დაგეგმონ თავიანთი სტუმრობა ჩვენს ქვეყანაში და უგულშემატკივრონ რაგბის ამომავალ ვარკვლავებს, უყურონ სანახაობრივ რკენებს და დატკბნენ საქვეყნოდ ცნობილი ქართული სტუმართმოყვარეობით.

 „ჩვენთვის და სრულიად საქართველოსთვის დიდი პატივია კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ სიდიდით მეორე ტურნირის მასპინძლობა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობის და მსოფლიო რაგბის მხარდაჭერითა და საქართველოს რაგბის კავშირის ჩართულობით ეს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში იქნება  ყველაზე წარმატებული ტურნირი“



მსგავსი სიახლეები
რაგბი

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა